|
2025-04-18 16:26:32, 683 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვმა და აბას არაღჩიმ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს
რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და აბას არაღჩიმ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი მიესალმება ვაშინგტონისა და თეირანის სურვილს, მიაღწიონ შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე და მზადაა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებს, თუმცა ირანის ლეგიტიმური ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას. ამასთან, ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებების ისეთი საკითხებით „დატვირთვა“, რომელიც ბირთვულ პროგრამას არ უკავშირდება, სარისკოა. „ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც ცდილობს მოლაპარაკებები ისეთი საკითხებით დატვირთოს, რომელსაც ბირთვულ საკითხებთან საერთო არაფერი აქვს“, - აღნიშნა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)