12:31 - 22 Oct, 2026
|
2025-04-18 11:11:25, 703 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ელჩი გაეროში - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალისტურია
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ თქვა, რომ უკრაინაში "ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალისტურია". ამის შესახებ ნებენზიამ ჟურნალისტებთან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დახურული დისკუსიების განხილვის დროს ილაპარაკა. "ჩვენ გვქონდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეზღუდულად შეწყვეტის მცდელობა, რომელიც უკრაინულმა მხარემ არ დაიცვა. ამ მოცემულობაში ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალისტურია". - თქვა ნებენზიამ. ნებენზიას მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნებს მორატორიუმის დასაცავად უკრაინაზე ზეწოლის მზაობა არ გამოუხატავთ და ცეცხლის შეწყვეტის "არარეალისტურობა" სწორედ ამას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)