14:26 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 10:57:12, 630 ნახვა

საზოგადოება
“რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის“ - პირველმა არმხა სამ თანამშრომელს გაფრთხილება მისცა

საზოგადოებრივი მაუწყებლის 3 თანამშრომელს, გადაცემა რეალური სივრცის რედაქტორ ტუხა კვინიკაძეს, შაბათ-კვირის შოუს კორესპონდენტ ანა აბაკელიას და შაბათ-კვირის შოუს აღმასრულებელ პროდიუსერ თამარ ჯინჭარაულს გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საყვედური გამოუცხადა და გაფრთხილება მისცა. 

კვინიკაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ბრძანებაში საყვედურის მიზეზად დასახელებულია "საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებებით, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება".

სამივე ჟურნალისტს 12 თვის განმავლობაში ეკრძალება პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა და თუ "დარღვევას გაიმეორებენ" შესაძლოა, სამსახურიდან გაათავისუფლონ.

ცნობისთვის, 11 აპრილს  საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გადაცემა მოამბის წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემა რეალური სივრცის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს. 

ჟურნალისტების განცხადებით, ტელეკომპანიის განმარტებით, გათავისუფლების საფუძველი არხის "შიდა მოკვლევის დასკვნა" გახდა. 

ამასთან ერთად, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის "ეჭვქვეშ დაყენების" გამო დისციპლინური სანქციები დაუწესდა საზმაუს კიდევ 4 თანამშრომელს, გადაცემა რეალური სივრცის ჟურნალისტ თამარ მშვენიერაძეს, გადაცემის წამყვან სოსო კაციტაძეს, გადაცემა პულტის რეჟისორ კახა მელიქიძეს და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორ ირმა ჩუბინიძეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics