|
2025-04-18 09:31:27, 715 ნახვა
მსოფლიო
ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა
შეიარაღებულმა პირმა ქალაქ ტალაჰასიში, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. სამართალდაცავების ინფორმაციით, მოკლული პირები სტუდენტები არ იყვნენ. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 20 წლის ფენიქს იკნერია, რომელიც ლეონის ოლქის შერიფის მოადგილის შვილია. ის, სავარაუდოდ, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, პისტოლეტი, რომელიც ეჭვმიტანილს დაკავებისას აღმოაჩნდა, მისი დედის ძველი სამსახურებრივი იარაღია. მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და სირცხვილი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ქვეყანაში იარაღის შესახებ კანონმდებლობის შეცვლას შეეცდება. ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სროლას იარაღი კი არა, ხალხი ახორციელებს“.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)