14:03 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-17 19:41:20, 702 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გამოკითხვაზე დავაფიქსირე, რომ პარლამენტი არ არსებობს ქვეყანაში, ძალაუფლება არის მიტაცებული

რაღაც დაჯგუფება გამაგრებულია პარლამენტის შენობაში და თავის თავზე გიჟივით იძახიან: „კომისია ვარ, კომისია ვარ“, ამ საქმესთან დაკავშირებით ვიყავი მოწვეული, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, გამოკითხვაზე დააფიქსირა, რომ ქვეყანაში პარლამენტი არ არსებობს და ძალაუფლება მიტაცებულია.

„კითხვებს მისვამდნენ და დავაფიქსირე, რომ პარლამენტი არ არსებობს ქვეყანაში, ძალაუფლება არის მიტაცებული. რაც შეეხება დაჯგუფებას, ეს დაჯგუფება არის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შექმნილი და ერთადერთი რასაც აკეთებს არის ის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ამაზე იყო საუბარი, მეტი არაფერი. შემიძლია სამართლებრივად დაგისაბუთოთ, რატომ არის უკანონო ეს პარლამენტი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ვაშაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა ითხოვა. პროკურატურამ გამოძიება 349-ე მუხლით დაიწყო, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროკურატურამ გამოძიება ვაშაძის წინააღმდეგ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics