14:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-17 18:21:05, 594 ნახვა

საზოგადოება
მიშა ჩარკვიანი - გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა

კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია დასრულდა.

უწყების შენობასთან შეკრებილმა მსახიობებმა, ხელოვანებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა შეიქმნება, რომელიც მაყურებელს გარეთ გამოიყვანს.

მათ დღევანდელ აქციაზე სოლიდარობა გამოუცხადეს დავით დოიაშვილს, რომელიც „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"ამ შეკრების დასასრულს გვინდა დავაანონსოთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა-ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა, რომელიც თავის წიაღში შექმნის ახალ ტექსტებს, ახალ სპექტაკლებს, ახალ დისკუსიებს, ახალ ნარატივებს და მაყურებელს გამოიყვანს გარეთ ზუსტად ისე, როგორც ქართული თეატრი გამოაგდეთ ქუჩაში. ახლა ის ქუჩაში საკუთარ მაყურებელს გამოიყვანს",-განაცხადა რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა.

კულტურის სამინისტროსთან შეკრებილმა მსახიობებმა და ხელოვანებმა კულტურის მინისტრ, თინათინ რუხაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა შენობასთან მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. ისინი ითხოვდნენ, ან სამინისტროს შენობაში შეეშვათ ან თავად მინისტრი, თინათინ რუხაძე გამოსულიყო კულტურის სამინისტროდან და ხელოვანებს პირადად გასაუბრებოდა.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალურ კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო "სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.

შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციებზეა დაკავებული რამდენიმე თვეა გაფიცულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics