09:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-17 09:59:27, 440 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსული თხევადი გაზის იმპორტის აკრძალვა გადადო

ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს სანქციების მომავალ პაკეტებში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის შემოღების იდეაზე, - ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ზოგიერთი მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობა და ალტერნატიული წყაროების შესახებ გაურკვევლობაა.

Reuters-ი წერს, რომ ამის ნაცვლად, კომისიას სურს შეიმუშაოს ახალი საგზაო რუკა, რათა 2027 წლისთვის ბლოკის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება დასრულდეს. გეგმა მაისის დასაწყისში უნდა გამოცხადდეს, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ მწირია.

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის წარდგენას ივნისამდე გეგმავს, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, ზომებზე მუშაობა ნელა მიმდინარეობს. კომისიამ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის იდეა ევროკავშირის მთავრობებს იანვარში წარუდგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics