|
2025-04-17 09:56:05, 3722 ნახვა
კომენტარი
მამუკა ხაზარაძე - ხელოვანის გაჩუმება მხოლოდ იქ სურთ, სადაც სიმართლის ეშინიათ და ეს დიქტატურაა!
ხელოვანის გაჩუმება მხოლოდ იქ სურთ, სადაც სიმართლის ეშინიათ და ეს დიქტატურაა! - ჩემი მხარდაჭერა დოის! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ის გამოეხმაურა კულტურის სამინისტრომ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. „ხელოვანის გაჩუმება მხოლოდ იქ სურთ, სადაც სიმართლის ეშინიათ და ეს დიქტატურაა! ჩემი მხარდაჭერა დოის!,“ - წერს ხაზარაძე. ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)