|
2016-03-15 12:09:46, 1004 ნახვა
სამხედრო
ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა იმართება
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა იმართება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის შტაბის უფროსმა, ავიაციის მარშალმა გრეჰემ სტეისიმ გახსნეს. მრავალეროვნული ღონისძიება ნატოს სამხედრო პარტნიორობის დირექტორატის ორგანიზებით ტარდება. „ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითია. ჩამოსულია 30 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის ხუთი გენერალი. დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარშავის სამიტის წინ და, ასევე, იმ ვითარების გამო, რაც დღეს არის მსოფლიოში. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა პროდუქტიული იქნება. გაიცვლება აზრები, შემუშავდება ახალი წინადადებები და ეს ყველაფერი საქართველოს წაადგება, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში, ასევე, ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. უწყების ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილე მხარეები არსებული სამხედრო თანამშრომლობის მექანიზმების და მათი გაუმჯობესების საჭიროებებისა და პერსპექტივების შესახებ სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ. თითოეული ქვეყნის დელეგაცია ნატოს წარმომადგენელთა ჯგუფებთან ინდივიდუალურად განიხილავს თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. „პარტნიორობა ნატოს მთავარი სავიზიტო ბარათია. ვფიქრობთ, რომ მსოფლიო სტაბილურობის და უსაფრთხოების მთავარი გარანტი, სწორედ, პარტნიორობაა. დღევანდელ კონფერენციაში ნატოს ყველა დონე თანაბრადაა წარმოდგენილი. პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან ერთად, სამუშაო შეხვედრას ოპერაციული და წვრთნების დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებიან. კონფერენციაში 30 პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობს. ჩვენთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა აქ ყოფნა. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ევროპელი პარტნიორია. საქართველომ შარშან შემოგვთავაზა კონფერენციის თბილისში ჩატარება, რაზეც, რა თქმა უნდა, დადებითი პასუხი მიიღო. ნატო-საქართველოს ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება. აუცილებლად უნდა ავღნიშნო საქართველოს როლი და გაღებული მსხვერპლი ავღანეთში, ნატოს სამხედრო მისიაში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს“, - განაცხადა ავიაციის მარშალმა გრეჰემ სტეისიმ. ყოველწლიურ შეხვედრაში ნატოს შტაბ-ბინის, ტრანსფორმაციისა და ოპერაციების გაერთიანებული სარდლობების, მათდამი დაქვემდებარებული სხვადასხვა ცენტრებისა, სარდლობების და ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატების („პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამა“ -PfP, „ხმელთაშუა ზღვის დიალოგი“ -MD, „სტამბოლის თანამშრომლობის ინიციატივა“ -ICI და „გლობალური პარტნიორები“ –PatG) წევრი 30-მდე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში თბილისში ჩამოსული ნატოს მაღალჩინოსანი სამხედროები თავდაცვის მინისტრს შეხვდებიან და არსებითი პაკეტის ფარგლებში შექმნილ წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) დაათვალიერებენ. სტუმრები, ვიზიტის განმავლობაში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც ეწვევიან.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)