09:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 13:13:00, 560 ნახვა

მსოფლიო
EU გეგმავს, 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება გაამარტივოს - სიაშია საქართველო

ევროკავშირი 2025 წლის მეორე ნახევარში გეგმავს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირს 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას გაუმარტივებს.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

გასულ კვირას აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ევროპულ პარლამენტს, ევროპულ კომისიასა და ევროკავშირის საბჭოს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა.

ინსტიტუციები მიზნად ისახავენ, რომ შეთანხმება მიაღწიონ მანამდე, სანამ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა პოლონეთია.

შეთანხმების შემთხვევაში, ახალი კანონმდებლობა შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდება.

იოზვიაკი წერს, რომ ახალი კანონმდებლობით შეჩერების ახალი საფუძველი ეხება ევროკავშირის პოლიტიკურ ურთიერთობებს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებთან.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის“ ან „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics