|
2025-04-16 11:51:11, 608 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - საუბარი საარჩევნო პროცესში ჩართვასა და მზადებაზე არასწორია, საქართველოში საარჩევნო დემოკრატია გაუქმებულია
საუბარი საარჩევნო პროცესში ჩართვასა და მზადებაზე არასწორია - ეს ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ, არაადეკვატურად აფასებ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას,- ასე ეხმაურება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი „გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, საქართველოში საარჩევნო დემოკრატია გაუქმებულია. „ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია. საქართველოში საარჩევნო დემოკრატია გაუქმებულია, პოლიტიკური ტყვეების რაოდენობა კი არ შემცირდა, იზრდება. საუბარი საარჩევნო პროცესში ჩართვასა და მზადებაზე არასწორია, როდესაც ქვეყანაში საარჩევნო პროცესი გაუქმებულია. ეს ნიშნავს რომ როგორც მინიმუმ არაადეკვატურად აფასებ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. მეორე შემთხვევაა, როდესაც ეგუები სისტემას და ხდები სისტემური ოპოზიცია. ყველა ავტორიტარს სჭირდება სისტემური ოპოზიცია“,-აღნიშნა ფავლენიშვილმა. მისივე თქმით, თუ გიორგი გახარიას სურს ოპოზიციონერობა, მაშინ ისე უნდა იქცეოდეს და საუბრობდეს, როგორც ოპოზიცია. „თუ ეს ადამიანი [გიორგი გახარია] და მისი გუნდი ცდილობს იდენტობა გამოკვეთოს, პირიქით - „ქოცური“ იდენტობა ისედაც ჰქონდა ამ ხალხს. „ქოცობაში“ თუ ეჯიბრებიან ივანიშვილის ბანდის წევრებს, ვერ მოგახსენებთ. ნამდვილად ვერ შევაფასებ ოპოზიციურ საქმიანობად იმას, რომ ყველა იმ საკითხში, რომელიც პრინციპულია რეჟიმისთვის, რეჟიმისთვის უფრო ხელსაყრელი პოზიცია დაიკავო. თუ ამ ადამიანს ოპოზიციონერობა სურს, მაშინ ისე უნდა იქცეოდეს და საუბრობდეს, როგორც ოპოზიცია“,- აღნიშნა ფავლენიშვილმა. ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. შესაბამისი განცხადება გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა. ამასთან გახარიამ განმარტა, რომ ის დღეს მზად არ არის გადაწყვეტილებისთვის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა მუნიციპალურ არჩევნებისთვის ემზადება, ისევე, როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. გახარია სხვა პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, რადგან ის თვლის, რომ ოპოზიციური პარტიები ელოდებიან, როდის გამოაცხადებს გახარია გადაწყვეტილებას და პირველი მიიღებს პოლიტიკურ დარტყმას, რომ თავადაც იმოქმედონ.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)