|
2025-04-14 16:15:01, 690 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო მინისტრი - შემაშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მზარდი დაძაბულობა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს, რომ შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მზარდი დაძაბულობის გამო. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ იქ განლაგებული ევროპული მისია გაფართოვდება, რათა შეძლოს ამ დაძაბულობის მონიტორინგი და შეკავება. „ახლა აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და თვითნებურად დაკავებული პირებისა და პატიმრების გათავისუფლება”, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში ეხმაურებიან. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, აიხან ჰაჯიზადეს განცხადებით, საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება და მისი დიდი ხნის ანტიაზერბაიჯანული პოზიცია, რომელიც არ ემსახურება მშვიდობას, არ შეესაბამება საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს შეხედულებებს, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა რეგიონში დაძაბულობის გაჩენის გამო. „მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმების დასრულება მნიშვნელოვანი მოვლენაა, მისი ხელმოწერა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მოითხოვს სომხეთის კონსტიტუციაში აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიებისა და საგარეო ჩარევის აღმოფხვრას, ძირითადად საფრანგეთის მხრიდან, რაც რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას ემსახურება“, – განაცხადა აიხან ჰაჯიზადემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)