|
2025-04-14 14:05:56, 750 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი „სიბიეს ნიუსისთვის“ ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს
უკრაინისა და გრენლანდიის საკითხებზე მომზადებული რეპორტაჟების შემდეგ დონალდ ტრამპი „სიბიეს ნიუსისთვის“ ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტელეკომპანიის გადაცემა „60 წუთი“ მის სახელს დამამცირებელი და ცილისმწამებლური გზით ახსენებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ტელეკომპანია, მისი ხელმძღვანელობით, აშშ-ს მატყუარად, არაზუსტად და თაღლითურად წარმოაჩენს. „ისინი არ არიან „საინფორმაციო შოუ“, არამედ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური ოპერატორები, რაც უბრალოდ შენიღბულია „ახალი ამბებით“ და პასუხისმგებელი უნდა იყვნენ იმაზე, რაც გააკეთეს და აკეთებენ. მათ უნდა დაკარგონ ლიცენზია. იმედია, კომუნიკაციების ფედერალური კომისია (FCC), მისი უაღრესად პატივცემული თავმჯდომარის, ბრენდან კარის ხელმძღვანელობით, დააწესებს მაქსიმალურ ჯარიმებსა და სასჯელს, რაც არსებითია, მათი უკანონო ქცევისთვის. „სიბიესი“ უკონტროლოა აქამდე არნახულ დონეზე და ამისთვის მათ დიდი ფასი უნდა გადაიხადონ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)