|
2025-04-14 11:13:30, 869 ნახვა
მსოფლიო
მერცი უკრაინისთვის TAURUS -ების მიწოდებაზე - ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი
გერმანიის მომავალი კანცლერი, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის TAURUS ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას. მისი თქმით, ეს მიწოდება გერმანიის ევროპელ პარტნიორებთან უნდა იყოს კოორდინირებული. „ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით“, - ციტირებს მედია მერცს. მისი თქმით, ცალკეული ქვეყნები, მათ შორის ევროპული ქვეყნები, უკვე ამარაგებენ კიევს ფრთოსანი რაკეტებით. „ამას აკეთებენ ბრიტანელები, ფრანგები, ამერიკელები“, - განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ მიწოდებაზე შეთანხმება უნდა მოხდეს და თუ ეს მოხდება, „გერმანიამ მათში მონაწილეობა უნდა მიიღოს“. მისი თქმით, უკრაინის არმიას თავდაცვიდან გამოსვლა სჭირდება. „სამი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ რეაგირება შეეძლოთ, მაგრამ დროა, მათ შეძლონ იმის ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რა ხდება“, - აღნიშნა მერცმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)