13:20 - 22 Oct, 2026
|
2025-04-13 15:22:33, 962 ნახვა
მსოფლიო
გიტანას ნაუსედა სუმზე თავდასხმაზე - ცივილიზებულმა სამყარომ ძალა უნდა გამოიყენოს ამ ბარბაროსების შესაჩერებლად
კიდევ ერთი საზიზღარი რუსული ომის დანაშაული - ამჯერად სუმის გულში. ეს არის სილის გაწვნა ყველასთვის, ვინც ეძებს და სურს მშვიდობა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ცივილიზებულმა სამყარომ ძალა უნდა გამოიყენოს ამ ბარბაროსების შესაჩერებლად, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს კლავენ“, - აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი. მისი თქმით, ლიეტუვა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მანამ, სანამ სამართლიანი მშვიდობა არ იქნება მიღწეული. შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 24 ადამიანი, 80-ზე მეტი კი - დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)