|
2025-04-13 10:54:47, 1083 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციების გაფართოებას გეგმავს
ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციების გაფართოებას გეგმავს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. მან მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდა, დატოვონ ის ადგილები, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალები ოპერაციებს განახორციელებენ. „ისრაელის თავდაცვის ძალების ინტენსიური ქმედებები მალე ღაზას ტერიტორიის უმეტესი ნაწილის სხვა ადგილებშიც გავრცელდება და თქვენ საბრძოლო ზონებიდან ევაკუაცია მოგიწევთ“, - მიმართა კაცმა ღაზის მოსახლეობას. მინისტრმა ასევე მოუწოდა პალესტინელებს, თავიდან მოიშორონ „ჰამასი“ და გაათავისუფლონ ყველა მძევალი. „ეს ომის დასრულების ერთადერთი გზაა“, - დასძინა კაცმა. შეგახსენებთ, ისრაელმა 18 მარტს ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმები განაახლა. 19 მარტს განახლდა სახმელეთო ოპერაციაც. ისრაელის მთავრობა განმარტავს, რომ მისი მიზანია „ჰამასზე“ ზეწოლის გაზრდა ტყვედ აყვანილი მძევლების გათავისუფლების მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)