14:07 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-13 09:19:04, 989 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი ამბობს, რომ რუსეთი ჩართულია მავნე საქმიანობაში და ახანგრძლივებს სანქციებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ხელისუფლების „მავნე ქმედებებთან“ დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გაახანგრძლივა, ქვეყნის ფედერალური რეესტრის მონაცემებით. ეს გულისხმობს რუსული აქტივების ბლოკირებისა და სანქციების გახანგრძლივებას, ასევე მეორად შეზღუდვებს უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან.

ჩამოთვლილი „მავნე ქმედებები“ მოიცავს „შეერთებულ შტატებში და მის მოკავშირეებში თავისუფალი არჩევნების შეფერხებას“, კიბერდანაშაულს, „ტრანსნაციონალური კორუფციის ხელშეწყობას და გამოყენებას უცხო მთავრობებზე ზემოქმედებისთვის“, დისიდენტებისა და ჟურნალისტების შევიწროებას, ვაშინგტონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონებში უსაფრთხოების შელახვას და საერთაშორისო სამართლის დარღვევას.

„რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტული ბოროტმოქმედები <...> კვლავაც უჩვეულო და არაჩვეულებრივ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას და ეკონომიკას“, - ნათქვამია დოკუმენტში. „მე ვაგრძელებ 14024-ე ბრძანებით გამოცხადებულ ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას ერთი წლით.

შესაბამისი რეჟიმი მისმა წინამორბედმა ჯო ბაიდენმა შემოიღო. იმ დროს აშშ-მა ჩამოთვალა მსგავსი საფრთხეები, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics