12:22 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 16:38:30, 782 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ბუქარესტის სამიტის შემდეგ, სააკაშვილი რუს სამშვიდობოებს თავს დაესხა

ბუქარესტის სამიტზე გაკეთებულ ჩანაწერში, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა იქნებოდნენ ნატო-ში, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადება იყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, ბუქარესტის სამიტის შემდეგ რამდენიმე თვეში სააკაშვილმა გონება დაკარგა და ბრძანება გასცა რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ.

„ნათქვამი იყო, რომ არცერთ ქვეყანას, არცერთ ქვეყანათა ჯგუფს, არცერთ ორგანიზაციას ევროატლანტიკურ, ეუთო-ს სივრცეში არ შეუძლია დომინირების პრეტენზია ჰქონდეს. ნატო სწორედ ამას აკეთებდა. როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში, არჩეულ იქნა პრეზიდენტად, მან არაერთხელ გააფრთხილა ამ კურსის ძალიან სახიფათო ბუნების შესახებ.

2007 წელს მიუნხენში პუტინის გამოსვლას თუ ახლა გადავხედავთ, სამწუხაროდ, ეს იყო ძალიან შორსმჭვრეტელური. 2008 წელს ნატო-ს სამიტი ბუქარესტში, რომელსაც ასევე მოჰყვა რუსეთ-ნატო-ს სამიტი. პრეზიდენტ პუტინთან ერთად, მე იქ ვიყავი როდესაც გამოცხადდა, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა არ დაუშვეს გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ოფიციალურად დაიწყებდა მოლაპარაკების პროცესს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში მიღებისთვის. გერმანელები და ფრანგები ამით ამაყობდნენ, თუმცა მათ დეკლარაციაში შეიტანეს განცხადება, რომ საქართველო და უკრაინა იქნებოდნენ ნატო-ში. როდესაც პუტინმა მერკელს ჰკითხა, რა განსხვავებაა, მერკელმა უპასუხა: „არა, არა, არა, არა. ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებაა. რისი თავიდან აცილებაც შევძელით, იყო სამართლებრივი პროცესის დაწყება“.

თუმცა გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ბავშვურია, რადგან სააკაშვილმა მართლა დაკარგა გონება ბუქარესტის შემდეგ რამდენიმე თვეში, როდესაც ბრძანება გასცა რუსი სამშვიდობოებზე თავდასხმის შესახებ და თავად დაარღვია ეუთო-ს მიერ მხარდაჭერილი შეთანხმება“, – განაცხადა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics