07:34 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 14:05:33, 739 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია ანწუხელიძეზე - საქართველოს ისტორია ბრძოლის და არადანებების ისტორიაა, გმირებზე დგას

ყველა ბავშვს არა მხოლოდ მშობელი, არამედ სამშობლო სჭირდება. საქართველოს ისტორია ბრძოლის და არადანებების ისტორიაა, გმირებზე დგას და მათ მაგალითებზე - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია წერს.

აღნიშნულით ნიკა მელია აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა.

,,რაც წიგნში წაგვიკითხავს, ერთ დღეს ყველამ ცხადად ვნახეთ და მივხვდით, რომ გმირობაზე და გმირებზე სიტყვა არ ყოფილა გადაჭარბებული. საქართველოს ისტორიის გადაწერას შეგუების ისტორიად ვინც ცდილობს, 200 წელზე მეტია ვიცით. ამაში მონაწილეობდა გუშინ წულუკიანი, ამას უწყობდა ხელს “ჟურნალისტი”, - წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა:

„მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics