|
2025-04-11 19:47:26, 703 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საგამოძიებო კომისიის მუშაობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა ხალხი მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში
საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესი ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რა ხალხი მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლის ბოლოდან 2012 წლის ჩათვლით. ეს იყო უცხოური აგენტურა, ხშირ შემთხვევაში აქ იყვნენ წარმოდგენილები ჩვეულებრივი სადისტები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა. მისივე თქმით, ესენი იყვნენ არა მხოლოდ უპრინციპო ადამიანები, არამედ სადისტურად ეპყრობოდნენ სხვებს და სწორედ ამ საერთო სულისკვეთებით გამოირჩეოდა მაშინდელი ხელისუფლება. „მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ ე.წ. „დიფ სთეითი" ევროპული ბიუროკრატიის ხელით, მანამდე ამერიკული ბიუროკრატიის ხელით ცდილობდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველოში ხელისუფლებაში დაებრუნებინა ეს ადამიანები, ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ სადიზმით, ადამიანების მკვლელობით, წამებით, რომლებმაც ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20 % და ა.შ. ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს „დიფ სთეითი", მანამდე ცდილობდა ამერიკული სტრუქტურების ხელით. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან და რაც მთავარია, უნდა დადგეს შედეგი. ეს შედეგი უნდა იყოს იმ ძალების ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან, რომლებმაც არა მხოლოდ წარსულში ჩაიდინეს დანაშაულები, არამედ მომავლისთვისაც უქადდნენ ასეთი დანაშაულების ჩადენას ჩვენს ქვეყანას. იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა, არ შეიძლება, რომ ასეთი პოლიტიკური ძალები დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში,"- განაცხადა კობახიძემ.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)