14:07 - 22 Oct, 2026
|
2025-04-11 16:36:22, 897 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთი ამერიკულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე ზრდის
ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე გაზრდის. ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შევა. ამასთან, უწყებამ მიანიშნა, რომ ეს პეკინის მხრიდან აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების დაწესების ბოლო შემთხვევა იქნება. „მაშინაც კი, თუ აშშ კიდევ უფრო მაღალ ტარიფებს დააწესებს, ამას აღარ ექნება არანაირი ეკონომიკური მნიშვნელობა და მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში ხუმრობად შევა. თუ აშშ ტარიფებთან რიცხვების თამაშს გააგრძელებს, ჩინეთი არ უპასუხებს“, - ნათქვამია ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 125%-მდე გაზრდა ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე გადასახადის 145%-მდე გაზრდის გადაწყვეტილებაზე საპასუხო რეაქცია იყო.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)