16:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 13:21:07, 682 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი Microsoft-ის საერთაშორისო AI აქსელერაციის მხარდამჭერია – სტარტაპებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციურ ინიციატივას და Microsoft-ის პარტნიორი ხდება AI Fintech & Insurtech Accelerator პროგრამაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

პროგრამაში, რომელიც Microsoft-ისა და NVIDIA-ს თანაორგანიზებით ტარდება, რეგისტრაცია ქართულ სტარტაპებსაც შეუძლიათ. აქსელერატორის მიზანია შეარჩიოს რეგიონის 15–20 საუკეთესო Fintech და Insurtech სტარტაპი ან Scaleup-ი, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნიან ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ფინანსურ და დაზღვევის სექტორში.

მონაწილეებს თვენახევრის განმავლობაში ჩაუტარდებათ Microsoft-ისა და NVIDIA-ს ექსპერტების ონლაინ მენტორინგ სესიები; შემდეგ კი, ფინალურ დემო დღეზე წარადგენენ საკუთარ იდეებს წამყვანი ტექნოლოგიური და საფინანსო ლიდერების წინაშე.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, რომელიც აქტიურად ავითარებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ასეთი ტიპის პარტნიორობები მნიშვნელოვანია. პროგრამის მიმდინარეობისას, თიბისის წამყვანი ექსპერტები გაუზიარებენ მონაწილეებს ბანკის ხედვას, სტრატეგიასა და რეალურ AI ქეისებს, რაც სტარტაპებს დაეხმარება საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტების განვითარებაში.

AI Accelerator-ზე, 13 აპრილის ჩათვლით, შესაძლებელია რეგისტრაცია იმ სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ Fintech/Insurtech სფეროში და მათი პროდუქტი ბაზარზე უკვე ფუნქციონირებს. 

აქსელერაციის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ:

  • პირდაპირი გამოცდილება/მენტორინგი Microsoft-ისა და NVIDIA-ს წამყვანი ექსპერტებისგან;
  • Go-to-market მხარდაჭერა – სწრაფი ზრდა, პოტენციურ მომხმარებელთა ბაზის გაფართოება და მასშტაბირებისთვის საჭირო ინსტრუმენტები;
  • საუკეთესო ტექნოლოგიებზე წვდომა – Cloud კრედიტები; ასევე, ძლიერ AI მოდელებსა და Microsoft-ის ეკოსისტემაზე, რათა გააძლიერონ საკუთარი ტექ გადაწყვეტები.

არ გაუშვა შანსი - გაიარე რეგისტრაცია 13 აპრილის ჩათვლით ბმულზე - https://shorturl.at/gTioL





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics