09:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 13:10:37, 687 ნახვა

პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - 20 ივნისის საქმის გამოძიება პროპაგანდისტული მიზნით ხდება, ფულისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად

ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე მისვლა თუ არ მისვლა თითოეული პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა,  ამ კომისიასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთებული გვაქვს და გიორგი გახარია მიიღებს გადაწყვეტილებას მაშინ, როდესაც ამის დრო მოვა, – ამის შე შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის საქმის გამოძიება პროპაგანდისტული მიზნით ხდება ფულისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

„არალეგიტიმურ პარლამენტში ქალბატონი წულუკიანის ე.წ. კომისია იმის სრული ილუსტრაციაა, რამდენად უსამართლოა ივანიშვილის რეჟიმი, რადგან ყველა ის საქმე, რომელიც განიხილეს, თუ განიხილავენ 13 წლის თავზე, აჩვენებს, რომ ამ გახმაურებული საქმეების მოსამართლეები, თუ პროკურორები ივანიშვილის რეჟიმმა დააწინაურა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა რეჟიმის მსახურებისთვის ამ ვითარებაში. კომისიაზე მისვლა/არმისვლასთან დაკავშირებით  გადაწყვეტილებას გიორგი გახარია მიიღებს. სტრასბურგის სასამართლოს დავალება იყო ქვეყნის მიმართ, მომხდარიყო 20 ივნისის საქმის გამოძიება, რაც არ გააკეთა ივანიშვილის რეჟიმმა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია აღარ გახლდათ გუნდში და მათთვის პოლიტიკურად უფრო მომგებიანიც უნდა ყოფილიყო. ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ პროპაგანდისტული მიზნით ხდება ამის გამოყენება ფულისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მძიმე რეალობას, რომელსაც ივანიშვილი ქმნის საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics