|
2025-04-11 12:32:46, 618 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის მხრიდან არანაირი დადებითი ნიშანი არ ჩანს
უკვე ოთხი კვირა გავიდა იმ დროიდან, რაც უკრაინამ ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადა და რუსეთის მხრიდან არანაირი დადებითი ნიშანი არ ჩანს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. „ამიტომ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება რუსეთზე ზეწოლა და ვფიქრობ, რომ ეს ყველა იმ ადამიანის სანდოობის საკითხია, ვინც თქვა, რომ მკვლელობების შეჩერება გვჭირდება“, - აღნიშნა კალასმა. ცნობისთვის, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დღეს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე მოისმენენ, რა ვითარებაა ადგილზე, რა არის საჭირო და როგორ შეუძლიათ მათ დახმარების გაწევა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი შეხვედრას ვიდეოკავშირის საშუალებით დაესწრება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე გაიმართებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)