|
2025-04-11 10:57:23, 727 ნახვა
მსოფლიო
ნიუ იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კომპანია „სიმენსის“ დირექტორი და მისი ოჯახი ემსხვერპლა
ნიუ იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კომპანია „სიმენსის“ აღმასრულებელი დირექტორი ესპანეთსა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში ავგუსტინ ესკობარი, მისი მეუღლე და სამი შვილი – 4,5 და 11 წლის ბავშვები დაიღუპნენ. ავიაკატასტროფას ასევე პილოტიც ემსხვერპლა. ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:15 საათზე ჯერსი სითის მახლობლად მოხდა, სადაც ვერტმფრენი მდინარე ჰუდსონში ჩავარდა. ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს. შემთხვევას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. „მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენმა საშინელი კატასტროფა განიცადა. როგორც ჩანს, ექვსი ადამიანი – პილოტი, ორი ზრდასრული და სამი ბავშვი ჩვენთან აღარ არიან. კატასტროფის ამსახველი მასალები შემზარავია. ღმერთმა დალოცოს გარდაცვლილების ოჯახები და მეგობრები“,- წერს დონალდ ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)