14:06 - 22 Oct, 2026
|
2025-04-11 10:14:28, 712 ნახვა
მსოფლიო
„სიენენი“ - დონალდ ტრამპი, შესაძლოა, თურქეთს მომავალ თვეში ეწვიოს
მომავალ თვეში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა, თურქეთს ეწვიოს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს. „სიენენი“ თეთრი სახლის მაღალჩინოსანსა და ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლო ვიზიტი განხორციელდება საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შემდეგ. წყაროების თქმით, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა „სიენენს“ აცნობა, რომ ტრამპმა ეს ვიზიტი განიხილა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ბოლო სატელეფონო საუბრისას. ამასთან, წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი არ გეგმავს ისრაელში ვიზიტს. როგორც „სიენენი“ წერს, თუ თურქეთში ვიზიტი შედგება, ეს იქნება თანამდებობის დაკავების შემდეგ, ტრამპის პირველი ვიზიტი თურქეთში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)