|
2025-04-10 21:06:46, 745 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - აშშ გააგრძელებს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
შეერთებული შტატები გააგრძელებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, – ამის შესახებ აღნიშნულია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით გაუგზავნა. დონალდ ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ ქვეყნებს ერთად მუშაობის დიდი ისტორია აქვთ და გამოთქვამს იმედს, რომ უახლოეს წლებში გადაიდგმება ნაბიჯები დიდი მიღწევებისკენ. „მადლობელი ვარ აზერბაიჯანის მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის ჩვენი პარტნიორი ისრაელის მიმართ და მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომლებსაც თქვენ და სომხეთი დგამთ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რადგან ჩვენი ქვეყნები ისწრაფვიან წარმატებისკენ. შეერთებული შტატები გააგრძელებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – აღნიშნულია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)