|
2025-04-10 19:09:17, 701 ნახვა
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლში დღეს გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს სტამბოლში გამართულ რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, სონატა კოულტერის ხელმძღვანელობით შეერთებული შტატების დელეგაცია შეხვდა რუსულ დელეგაციას, რომელსაც ელჩი ალექსანდრ დარჩიევი ხელმძღვანელობდა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, სახელმწიფო მდივან რუბიოს რუს კოლეგასთან შეთანხმების შემდეგ კონსულტაციების მეორე რაუნდი იყო. პირველი რაუნდი 27 თებერვალს გაიმართა. „27 თებერვლის შეხვედრაზე ჩამოყალიბებული კონსტრუქციული მიდგომის გათვალისწინებით, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებმა გაცვალეს ნოტები, რათა მიღწეულ იქნას ურთიერთგაგება რუსეთისა და აშშ-ის ორმხრივი მისიებისთვის დიპლომატიური საბანკო საქმიანობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. შეერთებულმა შტატებმა გაიმეორა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის შესახებ, რომელიც კრძალავს ადგილობრივი პერსონალის დასაქმებას, რაც არის მთავარი დაბრკოლება მოსკოვში აშშ-ის საელჩოში პერსონალის დაკომპლექტების სტაბილური და მდგრადი დონის შესანარჩუნებლად. მდივნის თანაშემწის მოადგილე კოულტერმა და ელჩმა დარჩიევმა განიხილეს უახლოეს პერიოდში ამ საკითხებზე შემდგომი შეხვედრის გამართვა, საჭიროებისამებრ, თარიღის, ადგილის და წარმომადგენელთა ვინაობას მომავალში განსაზღვრით“, – ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)