09:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 18:25:28, 542 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის მხრიდან ვხედავთ არასამართლიან მიდგომებს

სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან ჩვენ ვხედავთ არასამართლიან მიდგომებს საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთისთვის საჭიროები არიან, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ალიევი აღნიშნავს: „მიუღებელია ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება. ეს კოლონიალისტების ქცევაა, შიდა საკითხები ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა“.

ამასთან, ბოჭორიშვილის თქმით, ევროპის მხრიდან ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე საუბრისას, შეუძლებელია, საქართველო არ იყოს ამ ყველაფრის მთავარი შემადგენელი ნაწილი.

„საქართველოსაც სჭირდება ევროკავშირი და ასეთივე დოზით სჭირდება ევროკავშირს საქართველო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი შეეხება დაკავშირებადობას, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებს და ალბათ ეს შეეხებოდა სწორედ იმ პროცესებს, რაც სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ცენტრალურ აზიაში, ევროკომისიის ვიზიტთან და თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ევროპა საუბრობს ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე, შეუძლებელია, საქართველოსთან ურთიერთობები გამოტოვო ამ დიალოგიდან და საქართველო არ იყოს ამ ყველაფრის მთავარი შემადგენელი, მდგენელი ნაწილი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics