09:25 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 15:53:02, 724 ნახვა

პოლიტიკა
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გენერალურ პროკურორს და სამ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.

მათი განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების დაშვებაში 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

კერძოდ, სანქციები დაუწესდათ:

შალვა ბედოიძეს - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

მირზა კეზევაძე -  შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

კარლო (კოკა) კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი;

გიორგი გაბიტაშვილი - საქართველოს გენერალური პროკურორი.

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics