14:58 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 11:34:59, 743 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზება გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია

დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაპაუზება გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„მივესალმები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას საპასუხო ტარიფების დაპაუზების შესახებ. ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების ფუნქციონირებისთვის მკაფიო, პროგნოზირებადი პირობებია აუცილებელი“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირი აშშ-თან კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს მხარს უჭერს და ამისთვის მზად არის.

„ტარიფები გადასახადებია, რომლებიც ზიანს მხოლოდ ბიზნესსა და მომხმარებელს აყენებს. ამიტომ, მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ნულოვან სატარიფო შეთანხმებას ევროკავშირსა და აშშ-ს შორის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალტ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღება 90 დღით დააპაუზა, ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები კი 125%-მდე გაზარდა.

მანამდე, ევროკავშირის ქვეყნებმა აშშ-ს წინააღმდეგ საპასუხო ტარიფების დაწესებას დაუჭირეს მხარი, რომელიც ძალაში 15 აპრილიდან შევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics