|
2025-04-09 13:50:56, 816 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო - ჩინეთი ამოწმებს ცნობებს უკრაინაში ჩინეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ
ჩინეთი ამოწმებს ცნობებს უკრაინაში ჩინეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა. „ჩინური მხარე ამოწმებს შესაბამის სიტუაციას უკრაინულ მხარესთან. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის მთავრობა ყოველთვის სთხოვდა თავის მოქალაქეებს, მოერიდონ შეიარაღებული კონფლიქტის ზონებს და თავიდან აიცილონ შეიარაღებულ კონფლიქტში ნებისმიერი ფორმით ჩართვა, განსაკუთრებით ნებისმიერი არმიის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა“, – განაცხადა ლინ ძიანმა. ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ უკრაინის განცხადებები საომარ მოქმედებებში ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ უსაფუძვლოა. მისი თქმით, ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ნათელია და ფართოდ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. „უკრაინამ სწორად უნდა შეაფასოს ჩინეთის ძალისხმევა და კონსტრუქციული როლი უკრაინის კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ძებნის პროცესში“, – აღნიშნა მან. 8 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ტყვედ აიყვანეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ. ამის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა – განმარტებებისთვის ჩინეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)