|
2025-04-08 19:27:55, 837 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის დაპატიმრებულ მერს, ეკრემ იმამოღლუს პარიზის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა
სტამბოლის დაპატიმრებულ მერს, ეკრემ იმამოღლუს პარიზის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარიზის საქალაქო საბჭომ კენჭისყრის შედეგად მიიღო. როგორც საფრანგეთის დედაქალაქის მერმა, ან იდალგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამჟამად იმამოღლუს უსამართლოდ წაართვეს შესაძლებლობა, წარმომადგინოს თავისი პარტია და იყოს თურქეთის მილიონობით მოქალაქის ხმა. „იმამოღლუ, რომელსაც წაართვეს თავისუფლებები და ფუნდამენტური უფლებები, უნდა ჰქონდეს პარიზის სრული მხარდაჭერის იმედი“, – თქვა იდალგომ. საფრანგეთის დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ პარიზის ეს მხარდაჭერა იმამოღლუს მიმართ თურქეთის ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, შეისმინოს დემოკრატიული გონიერების ხმა. ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მოიაზრება, 19 მარტს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებამდე ეკრემ იმამოღლუ განიხილებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. იმამოღლუს დაპატიმრებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)