15:00 - 22 Oct, 2026
|
2025-04-08 16:56:48, 728 ნახვა
მსოფლიო
სკოტ ბესენტი - ტარიფებთან დაკავშირებით ჩინეთის მხრიდან ესკალაცია დიდი შეცდომაა
ტარიფებთან დაკავშირებით ჩინეთის მხრიდან ესკალაცია დიდი შეცდომაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა. „ვფიქრობ ჩინეთის მიერ ესკალაცია დიდი შეცდომა იყო. ჩვენ დეფიციტური ქვეყანა ვართ. რას ვკარგავთ ჩინეთის მიერ ჩვენს წინააღმდეგ ტარიფების მომატებით? ჩვენ მათთან იმის მეხუთედის ექსპორტს ვახორციელებთ, რასაც ისინი ჩვენთან. ასე რომ, ეს დანაკარგს მათთვის წარმოადგენს“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა. მისი თქმით, სავაჭრო მოლაპარაკებებში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირადად მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, კითხვაზე, უნდა შეამციროს თუ არა ევროკავშირმა არასატარიფო ბარიერები, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადი, ბესენტმა უპასუხა, რომ „ყველაფერი განიხილება“.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)