|
2025-04-08 09:02:15, 763 ნახვა
მსოფლიო
კანადის პრემიერი - მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც უკრაინა არ ეთანხმება
კანადას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამშვიდობო კონტიგენტში მონაწილეობის შესახებ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ Radio-Canada-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კანადის გადაწყვეტილება შეუერთდეს სამშვიდობო ძალისხმევას გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. კანადის პრემიერის განმარტებით, მისი ქვეყანა შეუერთდა „მსურველთა კოალიციას“, რომელსაც საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობენ ამ ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამასთან, მარკ კარნიმ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების დადება, თუ მას თავად უკრაინა არ დაუჭერს მხარს. „მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც უკრაინა არ ეთანხმება, ისევე როგორც რუსეთის დიქტატორის, პუტინის მოთხოვნები პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ ზელენსკის შეცვლასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კანადის პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)