|
2025-04-08 08:57:26, 720 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო - ტრამპის მუქარა ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესების შესახებ შეცდომა შეცდომაზეა
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, არასოდეს მიიღებენ აშშ-ის "შანტაჟურ ბუნებას" და ტარიფების წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. უწყების შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა ჩინეთის მიერ წარმოებულ საქონელზე დამატებითი 50%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ არის „შეცდომა შეცდომაზე“. “აშშ-ის მუქარა ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების ესკალაციის შესახებ არის შეცდომა შეცდომაზე, რომელიც კიდევ ერთხელ ავლენს აშშ-ის შანტაჟურ ბუნებას. ჩინეთი ამას არასოდეს მიიღებს. თუ აშშ დაჟინებით გააგრძელებს საკუთარი გზით სვლას, ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს. თუ აშშ გააძლიერებს სატარიფო ზომებს, ჩინეთი მტკიცედ მიიღებს საპირისპირო ზომებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტარიფების ყველა გეგმა უნდა გაუქმდეს და აშშ-ჩინეთის უთანხმოება დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს. შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ჩინურ საქონელზე დამატებითი 50%-იან ტარიფებს დააწესებს, თუ პეკინი სამშაბათამდე უარს არ იტყვის საპასუხო ზომებთან დაკავშირებულ გეგმებზე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)