|
2025-04-07 12:53:57, 745 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი - თუ „ქართული ოცნება“ PACE დატოვებს, პირდაპირ დაადგება რუსეთის გზას
თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ იმის ნაცვლად, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აიღო ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, დატოვოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭო, ის პირდაპირ დაადგება იმ გზას, რა გზაც გაიარა რუსეთმა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსულ გზაზე საბოლოოდ შედგომის შემთხვევაშიც კი, ეს იქნება დროებით, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ მოითმენს, რომ ამ ქვეყანას მართავდეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით. „ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იქნა გაცემული რეკომენდაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. ასევე, აპრილის თვეში ჩანიშნოს თარიღი, როცა ამ ქვეყანაში, უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები იმიტომ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია და შესაბამისად, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ აქვს აღიარება. თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ იმის ნაცვლად, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აიღო ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, დატოვოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭო, ის პირდაპირ დაადგება იმ გზას, რა გზაც გაიარა რუსეთმა. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს არა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რუსეთის მითითებით. ამიტომ ეს ტესტი, რომელიც მან უნდა ჩააბაროს რამდენიმე საათში, კიდევ ერთხელ იქნება იმის ტესტი, ემსახურება „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ინტერესებს თუ არა. ასევე, შეასრულებს სამართლიანი არჩევნების დანიშვნის და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების საკითხს თუ ბოლომდე გაჰყვება პუტინის რუსეთის გზას, რომელმაც თავის დროზე სწორედ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისა და დემოკრატიული გზიდან გადახვევის შემდეგ, დატოვა ევროსაბჭო და ამით განამტკიცა ავტორიტარიზმი. რუსულ გზაზე საბოლოოდ შედგომის შემთხვევაშიც კი ეს იქნება დროებით, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ მოითმენს, რომ ამ ქვეყანას მართავდეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)