17:30 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 14:21:49, 628 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლია მუქარაზე: მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო

პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიოგილია „TV პირველი”-ის ეთერში, ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მორიგ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, მას დაემუქრნენ, რომ თუ ქვეყანას არ დატოვებს, მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებს გაავრცელებენ.

„დღეს მორიგი ვიდეო გავრცელდა, რომლითაც სხვებთან ერთად, ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გასაჯაროებით დამემუქრნენ, თუ ქვეყანას არ დავტოვებ. მე ინგა ვარ გრიგოლია, ქალი, შვილი, დედა და მეგობარი. მყავს არაჩვეულებრივი შეყვარებული, მაქვს სექსი და ასეც ვაპირებ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება. ხოლო თქვენ კი, ვინც ჩემი პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მემუქრებით და მოითხოვთ, რომ ქვეყანა დავტოვო, პირობას გაძლევთ, თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეში მრავალი წლით აღმოჩნდეთ ამ კადრების გადამღების და განმახორციელებელიც. წლების წინ მე ჩემი შვილის მოკვლის მუქარამ ვერ გამაჩერა და ვერ გამაჩუმა. ეს გამოუძიებელი საქმე ამ დრომდე გამოუძიებელი იდო სოდ-ში, თუმცა ამაზე არასდროს არ მისაუბრია, ეხლა კი, გადავწყვიტე, სწორედ პირდაპირ ეთერში ღიად გავხსნა თემა და პირობა დავდო რომ ბოლომდე ჩავყვები ჩვენი უფლებების დაცვას და ვერანაირი შანტაჟით ვერ გამაჩუმებთ. მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ, რომელი თაობაც ამ სახელმწიფოსთან, ამ პოლიტიკოსებთან ერთად გაიზარდა. მე იმ თაობის ჟურნალისტი ვარ, ვინც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოჰყვება ამ სახელმწიფოს“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში  პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეოკადრები გავრცელდა. ამჯერად ვიდეოში ასახული პირების სახეები დაფარულია.

ვიდეოს განარტებაში ნათქვამია: „წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები თუ არადა და ელოდეთ შემდეგ სერიებს“.

ვიდეოს დასასრულს რამდენიმე პოლიტიკოსს, მაღალი თანამდებობის პირსა და ჟურნალსტს მათ შესახებ ვიდეო გავრცელებით ემუქრებიან. მუქარის ერთ-ერთი ადრესატი სწორედ ინგა გრიგოლიაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics