17:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 15:48:28, 890 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები

ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები, ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს, -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იყო გარკვეული პრაქტიკული სირთულეები, რომელთა დაძლევასაც ემსახურება  ცესკოს დადგენილება. 

„რეალურად, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ცესკოს მიერ. ამ შემთხვევაში იყო გარკვეული პრაქტიკული სირთულეები, რომელთა დაძლევასაც ემსახურება შესაბამისი გადაწყვეტილება. სირთულეები რომ იყო, ეს აჩვენა წინა არჩევნების პრაქტიკამაც. ძალიან ხშირად, მათ შორის, ბოროტად გამოიყენებოდა გარკვეული სტატუსი, რომელიც ჰქონდათ კონკრეტულ ადამიანებს. ეს არის ცესკოს ფუნქცია. ცესკო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები. ყველა წინა არჩევნები ცესკომ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს. რაც შეეხება სპეკულაციებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ამას, დიდი ხანია, მიჩვეული ვართ და ახლაც არავის უკვირს, მით უმეტეს, როდესაც აქ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული გაყალბებაში, ვგულისხმობ პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ISFED-ს არ გაუყალბებია ეს შედეგები. გაყალბებული შედეგებით მანიპულირებდა ყველაზე მდიდარი NGO-ების მთელი სპექტრი, მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, „საერთაშორისო გამჭირვალობაც". გამყალბებლები სპეკულირებენ, მაგრამ მათ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი ფასი გამომდინარე იქიდან, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი ამ ორგანიზაციის შესახებ", -  განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics