17:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 11:03:59, 806 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ განსაკუთრებული ნდობა, რომელიც პრემიერმა გამომიცხადა, გავამართლო

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს განსაკუთრებული ნდობა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამომიცხადა, უმაღლეს დონეზე გავამართლო, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადა, სადაც ის "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. 

ანრი ოხანაშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს.

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ის დიდი და გამორჩეული ნდობა, რომელიც გამომიცხადა პრემიერ-მინისტრმა, სამთავრობო გუნდმა და შემდგომ უკვე საქართველოს პარლამენტმა. მსურს, გამოვხატო მადლიერება გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ, მისი დამოკიდებულების მიმართ იმ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ წლებია, გვაკავშირებს.ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს განსაკუთრებული ნდობა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამომიცხადა, უმაღლეს დონეზე გავამართლო. გავამართლო ჩემს მოადგილეებთან ერთად. ირაკლი ბერაია, რომელიც პირველ მოადგილედ არის დანიშნული, გელა გელაძესა და ლევან ხარანაულთან ერთად. ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ იმისთვის, რომ ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, როგორც აქამდე განვაგრძოთ, განვამტკიცოთ, ინსტიტუციურად კიდევ უფრო გავძლიერდეთ და რაც მთავარია, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე.", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics