00:16 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 14:33:11, 643 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციზე - ესტონეთის საგარეო მინისტრი არის „დიფ სთეითის“ დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი

ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ცაჰკნა არის „დიფ სთეითის“ დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებაზე, სადაც ცაჰკნა მოუწოდებს ევროკავშირს, დაიწყოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი.

„ეს კონკრეტული კაცი იმდენად არასერიოზულია, რომ მასზე ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, აქ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ეს არის „დიფ სთეითის“ დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება არცერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება. ცაჰკნამაც საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს. აბსოლუტურად არარელევანტურია დღეს ეს საკითხი, უბრალოდ რაღაც კონკრეტული დავალებაა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა შეასრულა ესტონეთში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics