|
2015-02-17 11:01:55, 844 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის, უკრაინის და გერმანიის ლიდერებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აღმოსავლეთ უკრაინასთან კონფლიქტის დეესკალაციის საკითხი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან გასულ ღამეს სატელეფონო საუბრისას განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის და კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკის გაყვანის საკითხები განიხილეს. ასევე სატელეფონო საუბრისას ხაზი გაესვა დებალცევოში განვითარებულ მოვლენებს და კონფლიქტის დეესკალაციის პროცესში ეუთო-ს დამკვირვებელთა მონაწილეობის აუცილებლობის საკითხს. შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს „ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის შემდეგ კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საომარი მოქმედების პირველი ხაზიდან, როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნებოდა და 15 თებერვალს 00:00 საათიდან ცეცხლი შეწყდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)