|
2025-04-02 16:31:38, 849 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც მისი ადგილია
ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მართლები ვართ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით, ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიყვანოთ ეს, - ამის შესახებ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს „შემოვარდა ვარდით ხელში პარლამენტში და ქვეყანა განვითარების სწორი გზიდან საბოლოოდ გადაიყვანა“. „იმ მონათხრობიდან, რასაც ახლა ვისმენთ, რაც მოვისმინეთ, რაც ვიცით, რაზეც გვიმუშავია სხვადასხვა საქმეზე წარსულში, ან შემდეგ, ვისაც მომავალში მოვუსმენთ ამ კომისიის ფარგლებში, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მართლები ვართ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით, ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიყვანოთ ეს. დღეს, მიხეილ სააკაშვილი ადამიანურ პირობებში იმყოფება, მაგრამ იმყოფება იქ, სადაც მისი ადგილია და ეს მან უნდა იცოდეს. ის 2003 წელს შემოვარდა ვარდით ხელში პარლამენტში და ქვეყანა განვითარების სწორი გზიდან საბოლოოდ გადაიყვანა. რაც შეეხება მომავალ თაობას, მრჩევლად, რა თქმა უნდა, არ გამოგადგებით, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ახალგაზრდა თაობამ, მათ შორის ჩვენმა შვილებმა, ყველაფერი უნდა იცოდნენ. დასამალი არაფერია. ამისთვისაც არის ჩვენი კომისია შექმნილი. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, მათ უნდა იცოდნენ. რა თქმა უნდა, ყველაფრის ცოდნას თავისი ასაკი აქვს“,- აღნიშნა წულუკიანმა. მისივე თქმით, „ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, მომავალში კიდევ ერთი სააკაშვილი [ჰყავდეს] ხელისუფლებაში“. „მომავალმა თაობამ, რომელიც ზოგი დეპუტატი გახდება, ზოგი მინისტრიც, ზოგი კერძო სექტორში ისახელებს თავს და ზოგი აკადემიურ სივრცეში, მათ უნდა იცოდნენ რა არის დაუშვებელი. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, მომავალში კიდევ ერთი სააკაშვილი [ჰყავდეს] ხელისუფლებაში და ამასთან, მკურნალიძეები, ახალაიები, კალმახელიძეები, ფაცაციები, მუხაძე და ა.შ. თუმცა ამ გვარების მატარებელ ღირსეულ ხალხს ბოდიშს ვუხდით იმიტომ, რომ გვარში ერთი გამოერევა ხოლმე და შემდეგ, მთელ გვარს ცხებს ჩირქს“, - განაცხადა წულუკიანმა.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)