|
2025-04-02 14:46:33, 732 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს და მის მინისტრებს ძალაუფლებას ჩამოაშორებს
რეგიონული განვითარების სამინისტრო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი კორუფციული სქემისთვის მზადება - იმისთვის, რომ უფრო მეტი ფული მოპაროს ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა, კრიმინალურმა სინდიკატმა, - ამის შესახებ ამის შესახებ განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც მთავრობის საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს და მის მინისტრებს ძალაუფლებას ჩამოაშორებს. „რეგიონული განვითარების სამინისტრო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი კორუფციული სქემისთვის მზადება. იმისთვის, რომ უფრო მეტი ფული მოპაროს ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა კრიმინალურმა სინდიკატმა. თუმცა დამერწმუნეთ, რომ დიდხანს ეს სამთავრობო კარუსელი ვერ გასტანს იმიტომ, რომ განაჩენი ქართველ ხალხს უკვე გამოტანილი აქვს, ივანიშვილის კოლაბორაციონისტი, მოღალატე ხელისუფლების მიმართ და ყველა მის მინისტრს, ასევე, თავად ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხი ძალაუფლებას ჩამოაშორებს და ქვეყანა ნორმალურ, დემოკრატიულ განვითარების კალაპოტს დაუბრუნდება”, - განაცხადა ბოკუჩავამ. გარდა ამისა, ბოკუჩავა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ღალატის კომისია საქართველოს უახლესი ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერას ემსახურება”. „ჩვენი ქვეყნის ყველაზე ბნელ, საბჭოთა წარსულს დაუბრუნდა ეს არალეგიტიმური პარლამენტი და შენობა. მათ შორის, საბჭოთა კომისრის რეინკარნირებული ვერსია, ჯალათი თეა წულუკიანის სახით და ნებისმიერი სხვა, რომელიც ემსახურება არა საქართველოს დემოკრატიულ, სუვერენულ დამოუკიდებელ ინტერესებს და იმ მიზნებს, რომელიც 1991 წლიდან ქართველ ერს და ხალხს აერთიანებს, არამედ, საბჭოთა ოკუპანტების და დამპყრობლების ინტერესებს. ეს არის ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ამოძრავებს. შესაბამისად, ნებისმიერი კომისია, ახალი კანონი, თუ ნებისმიერი სხვა აქტი ემსახურება, სწორედ ამ მოღალატეობრივ ინტერესს. ღალატის კომისია საქართველოს უახლესი ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერას ემსახურება. მათ შორის, კონკრეტულად 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ჰააგას და სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზირებას, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, ღალატის კომისია სხვა მიზნებსაც ემსახურება, რომ დააშინოს, დათრგუნოს ხალხი და მათ შორის, ოპოზიციონერი ლიდერები. თუმცა ვერცერთ ამ მოღალატეობრივ მიზანს ღალატის კომისია ჯალათი, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით ვერ მიაღწევს. იმიტომ, რომ ამ კომისიით ვერავის შეაშინებენ; ვერ მოახდენენ ჰააგას და სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზირებას და საქართველოს თანამედროვე ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერას”, - განაცხადა ბოკუჩავამ.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)