03:14 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 17:38:33, 782 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - უპირობო სოლიდარობას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძეს

უპირობო სოლიდარობას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მასაც ვერ შეაშინებს ივანიშვილის რეჟიმი, რადგან სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და ჩვენი შვილების მომავალი, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენას.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი ოთხი წელია ტყვეობაშია, ამიტომ მათთვის პოლიტიკური დევნა უცხო არ არის.

“ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას გაუკვალა გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, მეოთხე წელია პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება, ამიტომ პოლიტიკური ნიშნით პოლიტიკოსების დევნა ჩვენთვის უცხო არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც იდევნებიან პოლიტიკური ნიშნით, ასეთი პოლიტიკური ლიდერი არის მამუკა ხაზარაძე და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ უპირობო სოლიდარობას, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მასაც ვერ შეაშინებს ივანიშვილის რეჟიმი, რადგან სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და ჩვენი შვილების მომავალი”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics