|
2016-03-14 09:59:06, 597 ნახვა
საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე დღეს აქცია „ჰესებს შეწირული სიცოხლე" გაიმართება
დღეს თავისუფლების მოედანზე აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის წინ, გაიმართება მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია „ჰესებს შეწირული სიცოხლე". აქციის ორგანიზატორები არიან მოძრაობა "მწვანე მუშტი" და "მწვანე ალტერნატივა". "14 მარტი არის მდინარეების დაცვისა და კაშხლების საწინააღმდეგო დღე. ამ დღეს ათასობით ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით ზეიმობს ისეთ გამარჯვებებს, როგორიცაა კაშხლების დემონტაჟი და მდინარეების აღდგენა; მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებებს არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის შეცვლისკენ; საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას მდინარეებთან დაკავშირებული საფრთხეების, წყლის მოხმარებისა და ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გადაწყვეტილებების შესახებ. ამ აქციით გვინდა, გავაპროტესტოთ საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე 100-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რადგანაც ისინი ხორციელდება ძველი, საბჭოთა პერიოდის სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც უგულვებელყოფენ ეკოლოგიურ და სოციალურ რისკებს და მხოლოდ საინჟინრო-ეკონომიკური გათვლებით ხელმძღვანელობენ. გადაწყვეტილებები მიიღება ადგილობრივი მოსახლეობის თვალსაზრისის გაუთვალისწინებლად. დაგეგმილი და მიმდინარე პროექტებიდან განსაკუთრებით პრობლემურია შემდეგი პროექტები: 700 მგვტ. სიმძლავრის ხუდონჰესი, 280 მგვტ ნენსკრა ჰესი, 433 მგვტ. ნამახვანის ჰესების კასკადი და 109 მგვტ. დარიალი ჰესი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი სოციალური და გარემოსდაცვითი ზემოქმედება გააჩნიათ. ასეთ პრაქტიკაზე ცივილიზებულმა სამყარომ გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში თქვა უარი. საბჭოთა პერიოდში განხორციელებული ჰიდროპროექტების შედეგად, საქართველოს მდინარეებში განადგურდა და/ან გადაშენების საფრთხე დაემუქრა თევზების უნიკალურ სახეობებს, ზღვის სანაპირო ზოლისა და მდინარეების ეროზიის შედეგად, ყოველწლიურად მილიონობით ზარალს განიცდის ქვეყნის ეკონომიკა. მდინარეებისადმი არაგონივრულმა და უდიერმა დამოკიდებულებამ უახლოეს წარსულშიც (2012-2015 წ.) მწარედ შეგვახსენა თავი: არასწორად დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს ადამიანთა მსხვერპლი, ინფრასტრუქტურის განადგურება და ეკონომიკური ზიანი მოჰყვა . საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები ეწინააღმდეგება მდგრადი განვითარების თანამედროვე მოთხოვნებს, რაზეც ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტმაც, საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას, მოუწოდა რა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან „სრულად უნდა შეასრულოს ევროკავშირის სტანდარტები და ნორმები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება დიდი ჰიდროელექტროსადგურების გარემოზე ზემოქმედების შესაფასებას". მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები კვლავ აგრძელებენ ჰიდროელექტროსადგურების პროექტების დაფინანსებას და განიხილავენ ახალ პროექტების დაფინანსების შესაძლებლობასაც. აქცია ასევე ეძღვნება ჰონდურასელი აქტივისტების ბერტა კასერესისა და ტომას გარსიას ხსოვნას. In memory of #BertaCaceres &#TomasGarcia. ბერტა კასერესი 2016 წ. 3 მარტს, საკუთარ სახლში მოკლეს. ბერტა და მისი თემი ეწინააღმდეგებოდნენ ჰონდურასში Agua Zarca-ს კაშხლის მშენებლობას. გაერთიანება, რომელსაც ბერტა ხელმძღვანელობდა, ითხოვს, რომ მათ მიწაზე პროექტების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე მთავრობამ და კომპანიებმა გაითვალისწინონ ადგილობრივთა აზრი. Agua Zarca-ს კაშხლის მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლას 2013 წელს ბერტას თანამებრძოლი ტომას გარსია შეეწირა - მას მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობისას ესროლეს, მისი შვილი კი დაჭრეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ კაშხლის მშენებლობას ჰონდურასში აფინანსებდნენ ისეთი საფინანსო ინსტიტუტები, როგორებიცაა ცენტრალური ამერიკის ეკონომიკური ინტეგრაციის ბანკი (CABEI), ფინური ფინფანდი (Finnfund), და ჰოლანდიური განვითარების ბანკი (FMO). ყოველივე ეს ადასტურებს, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მდინარეებთან დაკავშირებულ დესტრუქციულ პროექტებში: საერთაშორისო დაფინანსება მოსახლეობისა და გარემოსთვის არ არის დაუცველობის გარანტია! 2012 წლი 30 სექტემბერს სოფ. უკანავის მეწყერის შედეგად დაზიანდა ბახვიჰესი 3, ზარალმა 2 მილიონი დოლარის შეადგინა. 2014 წელს მდ. აჭარისწყალზე, შუახევი-ჰესის მშენებლობის შედეგად გააქტიურებული მეწყრული პროცესებით დაზიანდა 127 სახლი სოფელ ჩანჩხალოში; 2014 წ. 17 მაისსა და 20 აგვისტოს დევრორაკის ღვარცოფის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, დაზიანდა დარიალჰესი, ლარსიჰესი, საბაჟო-გამღვები პუნქტი და სხვა ინფრასტრუქტურა; 2014 წ. 22 აგვისტოს მდ. ყუროს სელურმა ნაკადებმა მოშალა დარიალჰესის წყალამღები ნაგებობა; 2015 წ. 13-14 ივნისს, თბილისში მდ. ვერეს მოვარდნის შედეგად, დაიღუპა 20 ადამიანი, დაზარალდა 110 ოჯახი, თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, ზარალმა 100 მილიონი დოლარს გადააჭარბა",-ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)