02:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 21:49:25, 1005 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა ქართველი ხალხის ნება

კონსტიტუციური გზით, კანონის უზენაესობის დაცვით ჩვენ ვაგრძელებთ ამ უთანასწორო ბრძოლას - სანამ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი ლეგიტიმურ მთავრობას არ ჩამოაყალიბებს და არ აირჩევს შემდეგ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, მე ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება და ინტერესი, - ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

ზურაბიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს უპირისპირდება „ერთი კაცის და უცხო ძალების მსახურებაში მყოფი პატარა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულისა და ვიწრო ინტერესების დაცვას ემსახურება“.

„ბევრი მათგანი, არამხოლოდ ვერ აღიარებს, რომ რუსეთის საქმეს აკეთებს, არამედ ვერც ბედავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და იმალება ყოვლისმომცველი რუსული პროპაგანდის ლოზუნგის უკან: „აბა ომი ხომ არ გინდათ?“ დღეს ეს რეჟიმი სამ ძირითად საყრდენზე დგას, მაგრამ ბარბაცებს. ერთი არის ოლიგარქის გარემოცვის ფინანსურ ინტერესებზე და ისინი კვებავენ რეჟიმს. მეორე - რუსული პროპაგანდისა და პროპაგანდისტების, რომლებიც ხალხის მოტყუებასა და დამორჩილებას ცდილობენ; მესამე - რუსული ყაიდის ძალადობრივ სისტემაზე. მთავარ კითხვაზე თუ რამდენ ხანს გაძლებს და როგორ დავამარცხებთ ამ რუსულ რეჟიმს და ავტორიტარიზმს, როგორ დავაბრუნოთ ქვეყანა ჩვენ მიერ არჩეულ გზაზე, პასუხი სწორედ ამ საყრდენების დასუსტებასა და ჩამოშლაშია. ეს არის არაძალადობრივი რთული, ალბათ გრძელი, მაგრამ საბოლოოდ წარმატებული გზა, რომელიც საქართველოს სამშვიდობოს გაიყვანს. ჩვენი ძალა მშვიდობიანი გზაა. მმართველ ძალას ძალიან უნდა გადაგვიყვანოს ამ გზიდან, შეგვიყვანოს ძალადობრივ ჭიდილში და ამით დაგვამარცხოს. ამის საშუალებას არ მივცემთ!. კონსტიტუციური გზით, კანონის უზენაესობის დაცვით ჩვენ, ისინი არა, ვაგრძელებთ ამ უთანასწორო ბრძოლას, მეც თქვენთან ერთად. სანამ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი ლეგიტიმურ მთავრობას არ ჩამოაყალიბებს და არ აირჩევს შემდეგ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, მე ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება და ინტერესი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics