|
2025-03-31 14:14:33, 887 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - კოდორი 2008 წელს მოღალატეობრივად, ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა სააკაშვილმა
კოდორის ხეობა იყო ფორპოსტი, ქართული კუთხე, შუაგულ აფხაზეთში შენარჩუნებული ქართული მიწა-წყალი, რომლის ჩაბარება მოხდა 2008 წელს ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლაც არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. სუბარის თქმით, კოდორის ხეობა მოღალატეობრივად მიხეილ სააკაშვილმა ჩააბარა მტერს. „კოდორის ხეობაში ვიყავი ძალიან ხშირად. 1993-1994 წლებშიც, როცა პირველი ბრძოლები და მოლაპარაკებები იყო. შემდგომ წლებში კი წელიწადი არ გავიდოდა ისე, რომ რამდენჯერმე არ ჩავსულიყავი კოდორში და ვხედავდი, როგორ თავგამოდებით იცავდა ადგილობრივი მოსახლეობა ხეობას – იცავდა ქალბატონი ნორა კვიციანი, ბატონი ემზარ კვიციანის ხელმძღვანელობით. ხეობაში არ იყვნენ მხოლოდ ადგილობრივები, იყვნენ სხვებიც. იქ გავიცანი არტილერისტი ჯუმბერ ანანიძეც. შეიძლება ყველაფერში ვერ დაგეთანხმოთ, რაზეც აქ ისაუბრეთ და ვიფიქროთ, რომ ზოგი რამ თქვენი ინტერპრეტაციაა და განსხვავებულად სჭირდება შეფასება, მაგრამ მთლიანობაში თქვენი მოხსენება საინტერესო იყო“, – მიმართა სოზარ სუბარმა კოდორის ხეობის ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს, ემზარ კვიციანს, რომელიც დღეს კომისიის სხდომაზე დაიკითხა. ამასთან, სოზარ სუბარმა კომისიის სხდომების წინა მოსმენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. „გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი უწოდა ბატალიონ „მონადირის“ გაუქმებას. კომისიაზე ახსნა-განმარტების დროს სიტყვა ღალატის მოერიდა და მთლიანობაში დაადასტურა, რომ ეს იყო შეცდომა და სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული; მეორე, ბატონმა გოგავამ თავის თავზე აიღო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაული და ეს იყო ის, რომ მოსახლეობა გაწირეს დიდი მსხვერპლისთვის! უბრალოდ, მართლა იყვნენ ადამიანები, მათ შორის მეც, ვინც ვრეკავდით და ვაფრთხილებდით ადგილობრივებს, რომ დროზე დაეტოვებინათ ხეობა, რადგან იყო ძალიან დიდი მსხვერპლის საფრთხე. ამ ფორპოსტის, რომელიც იყო ქართული კუთხე, შუაგულ აფხაზეთში შენარჩუნებული ქართული მიწა-წყალი, ჩაბარება მოხდა 2008 წელს, ისე, რომ ერთი ტყვიის გასროლაც არ ყოფილა. ის, რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, 2008 წელს მოღალატეობრივად, ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)