03:43 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-30 16:14:30, 841 ნახვა

პოლიტიკა
გახარიას პარტია - კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება“ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გაცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში პარტია ხაზს უსვამს, რომ „საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების გადაბრალება მაშინ, როცა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი დავა მოგებული აქვს, უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.

„კერძოდ:

- ⁠ამართლებს რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ეთნიკურ წმენდას, ხოლო ოკუპანტ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას უხსნის;

- აზიანებს მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას;

- კიდევ უფრო ართულებს დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას;

- აზიანებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას;

- წინააღმდეგობაშია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებთან;

ახალისებს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას და ზრდის განმეორებითი აგრესიის საფრთხეს;

- შეურაცხყოფს რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისას დაღუპული გმირების ხსოვნას და მათ თავდადებას სამშობლოს დაცვისთვის წარმოებულ ბრძოლაში;

- ლახავს ქართული ჯარის ღირსებას და ხელს უწყობს თავდაცვის ძალებში მორალისა და მოტივაციის შესუსტებას, რაც ჯარის თავდაცვისუნარიანობის აუცილებელი კომპონენტია.

ოცნების ე.წ. დეპუტატების საგამოძიებო კომისიის დასკვნამდე გაკეთებულ სამარცხვინო განცხადებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებისგან, რომელიც მოითხოვს “სამხედრო აგრესიის" გაჩაღებაში "დამნაშავე" პირების დასჯას. იმ პირების, რომლებმაც მათი თქმით "სამხრეთ ოსეთში" შეჭრის ბრძანება გასცეს. ამას ემატება ჟენევის დისკუსიების ფორმატში რუსეთის საგარეო უწყების მისალმება “ოცნების” სამარცხვინო ბოდიშისადმი.

კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics