11:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-13 12:12:40, 628 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ში შეკრებილმა სტუდენტებმა "რუსთავი 2“-ს ბოიკოტი პირდაპირ ეთერში გამოუცხადეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილმა სტუდენტებმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ბოიკოტი  პირდაპირ ეთერში გამოუცხადეს. 

 ტელეკომპანიის ეთერში  სტუდენტთა კრიტიკული ნაწილის სახელით, თსუ-ს სტუდენტმა გვანცა ხონელიძემ ისაუბრა.

ისინი "რუთავი2"-ს გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასგან მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვენ. 

„დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს სრულიად უპასუხისმგებლო, ირონიულ და არაადექვატურ განცხადებას და იგი სტუდენტებს ცილს სწამებს და აკრავს პარტიულ იარლიყებს. ასევე, ცდილობს, ეს ჯანსაღი პროტესტი გარიოს პარტიათა თამაშში, რაც არის მიუღებელი და დასაგმობი.
ჩვენ, სტუდენტები, სტუდენტთა კრიტიკული მასა,  ვაცხადებთ, რომ მანამ, სანამ ნიკა გვარამია არ მოიხდის საჯაროდ ბოდიშს მის ყველა განცხადებაზე, ჩვენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ბოიკოტს ვუცხადებთ და თქვენთან კომუნიკაციას ბოდიშის მოხდის შემდეგ გავაგრძელებთ“, - განაცხადა გვანცა ხონელიძემ. 
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი სტუდენტების აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"მოკლედ, დიდი ამბავი ატყდა, ჟორჟოლიანს რა კავშირი შეიძლება ქონდეს სტუდენტებთანო.

ჯერ ერთი, ვინც აქციას ვუჭერთ მხარს (მე პირადად იმ მოტივით, რომ სტუდენტის აზრი გადამწყვეტი მგონია, როცა წყდება, მისი სტუდენტობა ვინ უნდა წარმართოს), იმაზეც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რამე სუსის დაგეგმილი და პოლიტიკურად ანგაჟირებული არ შემოგვემხარდაგვეჭიროს
და მეორე, ისე იფხრიწებით ამ ჟორჟოლიანზე, ვითომ ჯერ არ გამოუყენებიხართ თავისი მიზნებისთვის ზოგი უნებლიედ, და ზოგი კონფორმისტი და სულგაყიდული სტუდენტი კიდე გარიგებაში არ შესულა ამ პოლიტიკურ გვამთან. არ დაგვვიწყნია სისტემაუნდადაინგრეს და მერე ათასჯერ უარესის წაყრუება. ესეც სტუდენტური ბიოგრაფიიდანაა და ეჭვები რომ გვქონდეს მხარდაჭერას ვიდრე გამოგიცხადებდეთ, სრულიად რაციონალურია.

ps ვინმე მაინც თუ ფიქრობთ, რომ ჟორჟოლიანს გაარექტორებთ, მანამდე არ აგიდგათ გვერდები, გინდა სტუდენტს და გინდა სუსელს",-წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ს  სტუდენტები  სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, რამდენიმე დღეა აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, გიორგი გაფრინდაშვილმა კანცლერობაზე კანდიდატურა მოხსნას და უნივერსიტეტი ე.წ. ოდეერებმა დატოვონ.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics